ძველი წელთაღრიცხვა
- ძვ.წ. 7 მლნ. – საჰელანთროპუსი სახელად „ტუმაი“ (აღმოაჩინეს ჩადში)
- ძვ.წ. 3-4 მლნ. – ავსტრალოპითეკი სახელად „ლიუსი“ (აღმოაჩინეს ეთიოპიაში)
- ძვ.წ. 2,5 მლნ. – ჰომო ჰაბილისი
- ძვ.წ. 2,5 მლნ. – VI ათასწ. – ქვის ხანა
- ძვ.წ. 2,5 მლნ. – XII ათასწ. – პალეოლითი
- ძვ.წ. 2-1,8 მლნ. – ჰომო ერექტუსი
- ძვ.წ. 250-150 ათას. წელი – ჰომო საპიენსი
- ძვ.წ. 70 000 წ. – ტობას ვულკანური სუპერამოფრქვევა
- ძვ.წ. 70 ათასწ. – ქვედა პალეოლითი
- ძვ.წ. 50 000 წ. – ჰომო საპიენს საპიენსი
- ძვ.წ. 45-20 ათასწ. – შუა პალეოლითი
- ძვ.წ. XX-XII ათასწ. – ზედა პალეოლითი
- ძვ.წ. XII-VIII ათასწ. – მეზოლითი
- ძვ.წ. VIII-VI ათასწ. – ნეოლითი
- ძვ.წ. VI-V ათასწ. – ენეოლითი ანუ სპილენძ-ქვის ხანა
- ძვ.წ. IVათასწ. – I ათასწ. – ბრინჯაოს ხანა
- ძვ.წ. IV-III ათასწ. (3500-2500 წწ.) – ადრე ბრინჯაოს ხანა (მტკვარ-არაქსის
- კულტურა)
- ძვ.წ. IV ათასწ. (3150 წ.) – გაერთიანდა ეგვიპტის ორი სამეფო ფარაონ მენესის
- დროს
- ძვ.წ. IV-III ათასწ. – შუმერული ცივილიზაცია
- ძვ.წ. III ათასწ. – აქადის მეფეები ლაშქრობებს აწყობენ „კედრის ტყეში“
- (ფინიკიაში)
- ძვ.წ. III ათასწ. – 330 წ. – ფინიკიური ცივილიზაცია (იგი არსებობდა სხვადასხვა იმპერიების მმართველობის ქვეშ)
- ძვ.წ. II ათასწლ. – ფინიკიელები ქმინიან ანბანს
- ძვ.წ. II ათასწ. – 605 წ. – ასურეთის იმპერია
- ძვ.წ. 2600-2150 წწ. – „პირამიდების ეპოქა“
- ძვ.წ. XXVII ს. – ურუქის მეფე გილგამეში
- ძვ.წ. III-II ათასწ. (2500-1500 წწ.) – შუა ბრინჯაოს ხანა (თრიალეთურ-
- ყორღანული კულტურა)
- ძვ.წ. XXIV ს. – აქადის მეფე სარგონ დიდი (ქმნის პირველ დიდ გაერთიანებას)
- ძვ.წ. 2000-1600 წწ. – ეგვიპტის შუა სამეფოს ხანა
- ძვ.წ. XVIII ს. – ბაბილონის მეფე ჰამურაბი
- ძვ.წ. XVIII-XVI სს. – ჰამურაბის დინასტია
- ძვ.წ. 1800-1180 წწ. – ხეთების იმპერია
- ძვ.წ. XVII სს. – ჰიქსოსები თავს დაესხნენ ეგვიპტეს
- ძვ.წ. 1531 წ. – ხეთების მეფე მურსილი შეიჭრა ბაბილონში და ბოლო მოუღო
- ჰამურაბის დინასტიას
- ძვ.წ. II-I ათასწ. (1500-500 წწ.) – ახალი ბრინჯაოს ხანა (იორ-ალაზნის კულტურა)
- ძვ.წ. XVI-XIII სს. – მითანის სამეფო
- ძვ.წ. XV ს. (1479-1425 წწ.) – თოტმეს III
- ძვ.წ. 1400 – მიკენური ათენი
- ძვ.წ. XIV ს. (1353-1336 წწ.) – ამენხოტეპ IV
- ძვ.წ. XIV-XII სს. – კოლხეთი და კოლხები შესაძლოა მოიხსენება მიკენურ და ასურულ წყაროებში
- ძვ.წ. XIII ს. – განადგურდა მითანის სამეფო
- ძვ.წ. XIII ს. (1201 წ.) – ეგეოსის ზღვის ხალხებმა ბოლო მოუღეს ხეთებს
- ძვ.წ. XIII-VIII სს. – ფინიკიური კოლონიზაცია
- ძვ.წ. 1274 წ. – ქადეშის ბრძოლა ეგვიპტე VS ხეთები
- რამზეს II VS მუვათალი II
- ძვ.წ. 1258 წ. – ქადეშის ზავი რამზეს II ხათუსილი III
- ძვ.წ. XII-VIII სს. – დიაოხი (დაიაენი, ტაოხი)
- ძვ.წ. 1115-1077 წწ. – ასურეთის მეფე ტიგლათფალასარ I
- ძვ.წ. XII ს.-ის მიწურული – ფინიკია დალაშქრეს ასურელებმა, ტიგლათფალასარ I-ის სარდლობით
- ძვ.წ. 1112 წ. – ტიგლათფალასარ I-მა დალაშქრა „ნაირის ქვეყნები“
- ძვ.წ. X ს. – ფინიკიის დამოუკიდებლობის ხანა
- ძვ.წ. IX-146 წ. – სპარტა
- ძვ.წ. IX ს. – იონური ათენი
- ძვ.წ. 883-614/612 წწ. – ახალასურული იმპერია
- ძვ.წ. 860-590 წწ. – ურარტუ
- ძვ.წ. 820 წ. – დაეცა ტუშპა. ურარტუს დედაქალაქი
- ძვ.წ. IX ს. – მენუა, ურარტუს მეფე
- ძვ.წ. IX-VII სს. – ურარტუს ძლიერების ხანა
- ძვ.წ. IX-VIII სს. – ურარტუს მეფეებმა მენუამ და აგიშთმა დალაშქრეს დიაოხი
- ძვ.წ. 814 წ. – ტვიროსის მეფე პიგმალიონის მიერ ჩრ. აფრიკის ტერიტორიაზე კართაგენის დაარსება
- ძვ.წ. 776 წ. – პირველი ოლიმპიური თამაშები
- ძვ.წ. VIII ს.-ის 60-იანი წლები (დაახლ. 760 წ.) – ურარტუს და კოლხას
- შემოსევების შედეგად განადგურდა დიაოხი
- ძვ.წ. VIII-VI სს. – ბერძნული კოლონიზაცია
- ძვ.წ. 753 წ. – დაარსდა რომი
- ძვ.წ. 753-509 წწ.- რომის მონარქია ხანა
- ძვ.წ. VIII ს. (750-748//747-741 წწ.) – კოლხა ორგზის დალაშქრა ურარტუს მეფე სარდურ II-მ და დაიპყრო სამეფო ქალაქი ილდამუში
- ძვ.წ. VIII ს-ის II ნახევარი – სკვითების და კიმირიელების შემოსევები კოლხაში
- ძვ.წ. 745-726 წწ. – ასურეთის მეფე ტიგლათფალასარ III
- ძვ.წ. 740 წ. – სამხედრო რეფორმა ტიგლათფალასარ III-ის მიერ
- ძვ.წ. 732 წ. – ასურეთმა დაიპყრო არამ-დამასკო
- ძვ.წ. 722-680 წწ. – სარგონ II, ასურეთის მეფე
- ძვ.წ. 722 წ. – ასურეთმა დაიპყრო ისრაელი და მოხდა ებრაელების პირველი გადასახლება და ასიმილაცია
- ძვ.წ. 715-663 წწ. – ნუმა პომპილიუსი
- ძვ.წ. 714 წ. – დაეცა ურარტუს საკულტო ცენტრი მუსასირი, ასურეთის მეფის სარგონ II-ის მიერ
- ძვ.წ. 709 წ. – ასურეთმა დახარკა კვიპროსი
- ძვ.წ. VII-II სს. – კოლხეთის სამეფო
- ძვ.წ. 689 წ. – ასურეთმა დაანგრია ბაბილონი
- ძვ.წ. 687 წ. – ასურეთმა დაიმორჩილა ფინიკიის ქალაქები: ტვიროსი, სიდონი, ბიბლოსი და უგარიტი
- ძვ.წ. 671 წ. – ასურეთი დროებით იმორჩილებს ეგვიპტეს
- ძვ.წ. 670-550 წწ. – მიდიის იმპერია
- ძვ.წ. 625-585 წწ. – კიაქსარი, მიდიის მეფე
- ძვ.წ. 624 წ. – „დრაკონის კანონები“ – პირველი დემოკრატიული კანონები
- ძვ.წ. 614 წ. – დაეცა აშური
- ძვ.წ. 612 წ. – დაეცა ნინევია
- ძვ.წ. VII ს. – ურარტუს, სკვითების და კიმირიელების შემოსევების შედეგად განადგურდა კოლხა
- ძვ.წ. 605-562 წწ. – ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II
- ძვ.წ. 605 წ. – ქარხემიშის ბრძოლა ბაბილონი VS ეგვიპტე, ასურეთი
- ნაბუქოდონოსორ II VS ნეხო II
- ძვ.წ. 594 წ. – „სოლონის რეფორმები“
- ძვ.წ. VI ს. – ბერძებმა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე დააარსეს
- კოლონიები: პიტიუნტი(ბიჭვინთა), ფაზისი(ფოთი), გიენოსი(ოჩამჩირე) და დიოსკურია(სოხუმი)
- ძვ.წ. VI-II ს.ს. – კოლხეთში იჭრება პირველი ქართული ფული „კოლხური
- თეთრი“
- ძვ.წ. 590 წ. – დაეცა ურარტუ. გაანადგურა მიდიამ
- ძვ.წ. 586 წ. – ებრაელთა მეორე დეპორტაცია ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ
- ძვ.წ. 558-330 წწ. – აქემენიდური ირანი
- ძვ.წ. 558-550 წწ. – კიროს II დიდი
- ძვ.წ. 550 წ. – კიროსმა აიღო მიდია
- ძვ.წ. 539 წ. – კიროსმა აიღო ბაბილონი
- ძვ.წ. 530-522 წწ. – კამბიზ II
- ძვ.წ. 525 წ. – კამბიზ II იმორჩილებს ეგვიპტეს და ხდება პირველი არაეგვიპტელი ფარაონი
- ძვ.წ. 522-486 წწ. – დარიოს I
- ძვ.წ. 509 წ. – ,,კლისთენეს რეფორმები”
- ძვ.წ. 509 წ. – რომაელებმა დაამხეს რომის უკანასკნელი მეფე ტარკვინიუს
- სუპერბუსი (ამაყი)
- ძვ.წ. 509-27 წწ. – რომის რესპუბლიკის ხანა
- ძვ.წ. 500 წ. – აჯანყება იონიაში
- ძვ.წ. 490 წ. – მარათონის ბრძოლა სპარსეთი VS საბერძნეთი
- ძვ.წ. 486-465 წწ. – ქსერქსე I
- ძვ.წ. 484-425 წწ. – ჰეროდოტე
- ძვ.წ. 480 წ. – თერმოპილეს ბრძოლა ქსერქსე I VS საბერძნეთი
- ძვ.წ. 480 წ. – სალამინის საზღვაო ბრძოლა ქსერქსე I VS საბერძნეთი
- ძვ.წ. 479 წ. – პლატეას ბრძოლა სპარსეთი VS საბერძნეთი
- ძვ.წ. 479 წ. – ბრძოლა მიკალის კონცხთან სპარსეთი VS საბერძნეთი
- ძვ.წ. 465 წ. – ჰელოტების აჯანყება სპარტაში
- ძვ.წ. 449 წ. – კალიასის ზავი საბერძნეთსა და სპარსეთს შორის
- ძვ.წ. 443-429 წწ. – პერიკლე
- ძვ.წ. 440 წ. – სამოსის აჯანყება
- ძვ.წ. 431-409 წწ.- პელოპონესის ომი
- ძვ.წ. 384-322 წწ. – არისტოტელე
- ძვ.წ. 359-336 წწ. – ფილიპე II მაკედონელი
- ძვ.წ. 338 წ. – ქერონეიის ბრძოლა მაკედონია VS ათენი, თებე
- ძვ.წ. 336-323 წწ. – ალექსანდრე III მაკედონელი
- ძვ.წ. 334 წ. – გრანიკოსის ბრძოლა ალექსანდრე VS სპარსელები
- ძვ.წ. 333 წ. – ისოსის ბრძოლა ალექსანდრე VS დარიოს III
- ძვ.წ. 332 წ. – ალექსანდრემ დაიპყრო ეგვიპტე
- ძვ.წ. 331 წ. – გავგამელას ბრძოლა ალექსანდრე VS დარიოს III
- ძვ.წ. 330 წ. – ალექსანდრემ მთლიანად დაიპყრო სპარსეთი
- ძვ.წ. 326 წ. – ჰიდასპეს ბრძოლა ალექსანდრე VS მეფე პორი(პორუსი)
- ძვ.წ. 324 წ. – გრანდიოზული ქორწინება სუსაში
- ძვ.წ. 323 წ. – 30 წლის 12 აგვისტო – ელინიზაციის ხანა
- ძვ.წ. IV-III სს. – ქართლის პირველი მეფე ფარნავაზ I
- ძვ.წ. 264-241 წწ. – პირველი პუნიკური ომი
- ძვ.წ. 229-228//219 წწ.- ორი ილირიური ომი, რის შედეგადაც რომმა დაიკავა ადრიატიკის სანაპირო
- ძვ.წ. 219 წ. – ჰანიბალი თავს დაესხა რომის მოკავშირე საგუნტუმს ესპანეთში
- ძვ.წ. 218-202 წწ. – მეორე პუნიკური ომი
- ძვ.წ. 216 წ. – კანესთან ბრძოლა რომი VS კართაგენი
- ძვ.წ. 202 წ. – ზამასთან ბრძოლა რომი VS კართაგენი
- ძვ.წ. 200-190 წწ. – სამი მაკედონური ომი. რომმა დაიკავა მაკედონია
- ძვ.წ. 190 წ. – ბრძოლა მაგნეზიასთან რომი VS სელევკიდები
- ძვ.წ. 183/182 წწ. – ჰანიბალმა თავი მოიკლა
- ძვ.წ. 149-146 წწ. – მესამე პუნიკური ომი
- ძვ.წ. 133 წ. – რომმა დაიკავა პერგამონი
- ძვ.წ. 129 წ. – რომმა აღმოსავლეთით დააარსა პროვინცია „აზია“
- ძვ.წ. 115-53 წწ. – მარკუს ლიცინიუს კრასუსი
- ძვ.წ. 111-63 წწ. – მითრიდატე VI ევპატორი (პონტოელი)
- ძვ.წ. 106-48 წწ. – გნეუს პომპეუს მაგნუსი
- ძვ.წ. 100 წ. – 44 წლის 15 მარტი – იულიუს კეისარი
- ძვ.წ. 95-55 წ.წ. – დიდი სომხეთის მეფე ტიგრან II
- ძვ.წ. 89-84//83-82//74-64 წწ. – რომის სამი რომი მითრიდატე VI-ის წინააღმდეგ
- ძვ.წ. 88 წ. – „ეფესოს საღამო“. 80 000 რომაელის განადგურება
- ძვ.წ. 82-79 წწ. – სულას დიქტატურა
- ძვ.წ. 73-71 წწ. – სპარტაკის აჯანყება რომში
- ძვ.წ. 70 წ. – სულას შემოღებული კანონები უქმდება
- ძვ.წ. 67 წ. – პომპეუსმა გაილაშქრა კილიკიელი მეკობრეების წინააღმდეგ
- ძვ.წ. 65 წ. – პომპეუსის და კრასუსის კონსულობის დასაწყისი
- ძვ.წ. 65 წ. – პომპეუსის ლაშქრობა ქართლში
- ძვ.წ. 62 წ. – კატილინას და მისი 3 000 მომხრის პისტორთან განადგურება
- ძვ.წ. 60 წ. – პირველი ტრიუმვირატი (პომპეუსის, კრასუსი, კეისარი -„სამთავიანი ურჩხული“)
- ძვ.წ. 58-51 წწ. – იულიუს კეისარმა დაიპყრო გალია
- ძვ.წ. 53 წ. – პართებთან ომს შეეწირა კრასუსი
- ძვ.წ. 52 წ. – ანარქია რომში
- ძვ.წ. 49-46 წწ. – მეორე სამოქალაქო ომი რომში
- ძვ.წ. 48 წ. – ფარსალუსთან ბრძოლა კეისარი VS პომპეუსი
- ძვ.წ. 46 წ. – თაფსუსთან ბრძოლა კეისარი VS პომპეუსის მომხრეები
- ძვ.წ. 45 წ. – მუნდასთან ბრძოლა კეისარი VS პომპეუსის მომხრეები
- ძვ.წ. 44 წლის 15 მარტი – იულიუს კეისარი შეთქმულებმა მოკლეს
- ძვ.წ. 43 წ. – მეორე ტრიუმვირატი (ოქტავიანე ავგუსტუსი, მარკუს ანტონიუსი, მარკუს ემილუს ლეპიდუსი)
- ძვ.წ. 31 წ. – ახ.წ. 15 წ. – ოქტავიანე ავგუსტუსი. („რომაული მშვიდობა“, „ოქროს ხანა“)
- ძვ.წ. 30 წლის 12 აგვისტო – კლეოპატრა VII-ის სიკვდილი. ელინიზაციის დასასრული
- ძვ.წ. 27 – ახ.წ. 395 წწ. – რომის იმპერიის ხანა
- ძვ.წ. 6/4 წწ. – იესო ქრისტეს დაბადება ბეთლემში
ახალი წელთაღრიცხვა
