ისტორიის პლატფორმა

საიტი შეიქმნა იმისთვის, რომ ხელი შეგიწყოთ განათლების ხარისხიან მიღებასა და პროფესიულ ზრდაში — მომავლისკენ მიმართული ცოდნითა და გამოცდილებით.

დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებითა და სრულყოფილებისკენ სწრაფვით, ჩვენ ვქმნით სივრცეს, რომელიც შთაგაგონებენ, აღამაღლებენ და ამდიდრებენ თქვენს ცოდნას, ამ ისტორიულ სივრცეში.

განახლებული „ისტორიის პლატფორმა“ მიზნად ისახავს, განსაზღვროს ისტორიული განათლების ახალი სტანდარტი საქართველოში — იქცეს სივრცედ, სადაც ერთმანეთთან იკვეთება ცოდნა, ანალიზი და ახალგაზრდული მოტივაცია.

მისი განვითარების პროცესი პატივს მიაგებს წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას და ამავდროულად იღებს გამოწვევებს მომავლისგან, რათა პლატფორმა დარჩეს შთაგონების მუდმივ წყაროდ მათთვის, ვინც ფიქრობს, ეძიებს და იკვლევს.

გეხმარებით ისტორიის სწავლისა და გამოცდების გზაზე, ეტაპობრივად და სტრატეგიულად

ისტორიის პლატფორმაზე შენ გელოდება თეორიისა და პრაქტიკის შერწყმა — მოძრაობა, რომელიც ახალ სიცოცხლეს სძენს წარსულის ცოდნას და ახლებურად აყალიბებს მომავალს.

გაიცანი ჩვენი გუნდი

ჩვენი მრავალმხრივი პროფესიონალების გუნდი აერთიანებს მრავალფეროვან გამოცდილებას — დაწყებული გამოცდილი მასწავლებლებით, განათლების ექსპერტებით, ისტორიკოსებითა და მეცნიერებით.

შალვა მინდაძე - შუა საუკუნეების მკვლევარი, ისტორიკოსი

შალვა მინდაძე

ისტორიის პლატფორმის დამფუძნებელი, ისტორიკოსი

(დ. 25 აგვისტო, 1999) არის ისტორიკოსი, ბლოგერი, შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრი, განათლების კონსულტანტი და სამოქალაქო აქტივისტი. იგი ასწავლის ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას სსიპ ქ.თბილისის 70 საჯარო სკოლაში და მუშაობს ამონაშვილის აკადემიაში, სადაც ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომებს სწავლობს და ასწავლის. მისი საქმიანობა მოიცავს ისტორიული განათლების ინოვაციური მიდგომების დანერგვას და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას. შალვა აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ საქმიანობაში, განსაკუთრებით სამოქალაქო განათლების და სოციალური სამართლიანობის საკითხების გაძლიერებაში. ის ასევე გამოირჩევა მრავალმხრივი ინტერესებით: უკრავს ფორტეპიანოზე, დაამთავრა მუსიკალური ათწლედი.

გიორგი ახალკაციშვილი

ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე

ნინო პოპიაშვილი

ისტორიკოსი, ისტორიის მასწავლებელი

(დ. 8 აგვისტო, 1974) — ისტორიკოსი, ისტორიისა და სამართალმცოდნეობის მაგისტრი. ქალბატონი ნინო მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგია, რომელიც თავდადებით ემსახურება ისტორიული განათლების გავრცელებასა და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას. იგი ასწავლის საქართველოსა და მსოფლიო ისტორიას სსიპ თელავის №9 საჯარო სკოლაში, სადაც აქტიურად მონაწილეობს საგნობრივი და შიდა სასკოლო ინოვაციური პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ნინო პოპიაშვილი აღიარებულია კოლეგებისა და მოსწავლეების მხრიდან, როგორც შრომისმოყვარე, მზრუნველი და პროფესიონალი პედაგოგი, რომლის მიზანია აღზარდოს ღირსეული, მოაზროვნე და კულტურულად მოტივირებული თაობა.

ჩვენ ვთანამშრომლობდით წამყვან საგანმანათლებლო ცენტრებთან — გამოცდილება, რომელიც ხარისხისა და ნდობის გარანტიაა.

გაამდიდრე შენი საგამოცდო მოგზაურობა ისტორიის პლატფორმის დახმარებით — იქ, სადაც ცოდნა ხარისხიანია.

  • თანამშრომლობა სხვა აბიტურიენტებთან.
  • შეიგრძენი ისტორიის ცოცხალი სამყარო.
  • დაგეგმე შენი მომავალი სწორად